Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ უწყვეტი განათლების ცენტრმა და მისმა ტრენერებმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე მოიპოვეს უფლება, განახორციელონ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის სასერტიფიკატო პროგრამა.

     

    ტრენინგებს ჩაატარებენ სერტიფიცირებული ტრენერები.

     

    ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, აღმზრდელ-პედაგოგის სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამის, ოფიციალურად აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატებს. თუ კურსის მონაწილეები აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული სერტიფიკატის მიღების შემდეგ შეეძლებათ, აღმზრდელ პედაგოგად მუშაობის დაწყება.

     

    ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის პირებს, რომლებმაც ვერ გაიარეს მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული უკვე ჩატარებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგი და არ ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.

     

    აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საათს.

     

    კურსის ღირებულება: 450 ლარი

     

    ტრენინგი ჩატარდება ონლაინ googlemeet-ის პლატფორმის გამოყენებით.

     


    რეგისტრაციის ბმული


     

    საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). 

    ტელ.:  2250484 (შიდა ნომერი1466)

    ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge